„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ნახევარმცველს, რაიან გიგზს, მანჩესტერის სასამართლომ გოგონების ცემისთვის წაყენებული ბრალი მოუხსნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი ფეხბურთელი ყველა ბრალდებაში არ არის დამნაშავე. შესაბამისად, 31 ივლისს დანიშნული საქმის განმეორებითი განხილვა არ გაიმართება.

49 წლის უელსელს ყოფილი შეყვარებულის, კეიტ გრევილის და მისი დის სხეულის დაზიანებისთვის წაუყენეს ბრალი.

გიგზმა თავი უდანაშაულოდ სცნო, გოგონებთან დაკავშირებულ 2020 წლის 1 ნოემბრის ინციდენტში. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.