Carlos Alcaraz ends Novak Djokovic's long Wimbledon reign in 5-set victory„უიმბლდონს“ ახალი მეფე ჰყავს – კარლოს ალკარასი.

20 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა სატიტულო მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 5 სეტში – 1:6; 7:6; 6:1; 3:6; 6:4 სძლია და ბალახის საფარზე პირველად მოიგო „დიდი მუზარადის“ ტურნირი.

ალკარასი „დიდი მუზარადის“ ტურნირების ფინალში სულ ორჯერ არის ნამყოფი და ორივეჯერ მოიგო. ესპანელმა შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა.

ლონდონში, პირველ სეტი ჯოკოვიჩის იყო – სერბს ყველაფერი გამოსდიოდა და სათავისოდ მარტივად დაასრულა – 6:1. ესპანელმა კი თამაში მეორე სეტიდან დაიწყო. ჩოგბურთელები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ და სეტის ბედი ტაი-ბრეიკს მიანდეს. აქ ჯოკოვიჩი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ალკარასმა მინი-ბრეიკიც დაიბრუნა, ზედ კიდევ ერთი დაამატა და სეტი წაიღო.

მესამე სეტში ესპანელმა პირველის რევანში აიღო იმავე ანგარიშით, როგორითაც წააგო. ახლა გამარჯვებასთან ახლოს ალკარასი დადგა, მაგრამ სერბი იოლად დანებებას არ აპირებდა და მეოთხე სეტში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში ალკარასს ნერვებიც ნერვებიც უკეთესი აღმოაჩნდა და იღბალიც მისკენ უფრო იყო. ესპანელმა ბრეიკი მატჩის დასაწყისშივე გაახერხა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. წლეულს ჩატარებული სამი „დიდი მუზარადიდან“ ორის ფინალი ჯოკოვიჩმა მოიგო, მესამე კი ალკარასს გაატანა…

მომავალი „დიდი მუზარდი“ ამერიკაში გაიმართება და 28 აგვისტოს დაიწყება.