გაგრძელება. დასაწყისი  იხ. 14 ივლისს 

From receiving threats and leaving Russia, to facing Liverpool – Kvaratskhelia's rollercoaster 2022 brings Champions League bowმაგრამ დავუბრუნდეთ თითქმის 10 მილიონს. არ გვასვენებს კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ფული არა მარტო ხვიჩას ანგარიშზე, არამედ სხვა მოთამაშეების მეშვეობითაც გაიტანეს? „ასეთი თანხა შეიძლება იყოს მხოლოდ გადაყიდვის პროცენტი. თუ ვინმე 300 000-ად გაყიდეს, მას მილიონს ვერ გადაუხდიან“, – ამბობს წყარო.

რა დაემართა ფულს: ხვიჩას შეეძლო აგენტისთვის გადაერიცხა – ასე აკეთებენ ფეხბურთში

ბათუმის დინამოს ფინანსურ ანგარიშში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია – წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისადმი. მასში კლუბი იუწყება, რომ 2022 წელს აგენტებს 50 000 ევრო გადაუხადა.

მიზერული თანხა, თუ გავითვალისწინებთ მამუკას სამუშაოს მოცულობას: უსასყიდლოდ ჩამოიყვანა საქართველოს მთავარი ფეხბურთელი, გადაუხადა ხელფასი (დინამოს გენერალური დირექტორის თქმით), მიჰყიდა ნაპოლის და ამ ყველაფრისთვის – 50 ათასი ევრო, რომელიც, შესაძლოა, ჯუღელმა კი არ მიიღო, არამედ სხვა აგენტმა, სხვა ტრანსფერისთვის (აგენტის სახელი წერილში არ იყო მითითებული).

წყაროსთან ვამოწმებ, შეეძლო თუ არა ხვიჩას აგენტისთვის ფულის ნაწილის ან მთელი თანხის გადარიცხვა. მისი თქმით, მას შეეძლო:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ, თუ საბანკო ტრანზაქციებს არ ვნახავთ. მაგრამ სიტუაცია საკმაოდ რეალურია, რომ ხვიჩამ თქვა: „მამუკამ – 10 მილიონი ევრო მასესხა. უნდა დავუბრუნო“. ლეგალურია? ლეგალური“.

– ფეხბურთელის მეშვეობით აგენტის თანხის გამოტანა ჩვეულებრივი სიტუაციაა?

– თუ გსურთ კლუბიდან თანხის გამოტანა, უმჯობესია შექმნათ ვალდებულება, რომლის მიხედვითაც კლუბი იძულებულია გადაიხადოს ფული. შეადგინეთ აგენტების ხელშეკრულება, მაგალითად. კლუბი ყიდის მოთამაშეს და აგენტი იღებს წილს ამ შეთანხმებით. ფიფას წესების მიხედვით, ეს უკანონოა, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობით ნორმალური.

ყველა აგენტს არ მოსწონს ფეხბურთელების მეშვეობით გადარიცხვები. როცა ახალგაზრდას ანგარიშზე 10 მილიონი აქვს, შეიძლება გაგიჟდეს და ყურმილი არ აიღოს. მაგრამ ეს არ არის ხვიჩას შემთხვევა, ის მამუკას ახლობელია.

ხვიჩას წასვლის თაობაზე საიმანოვმა თქვა, რომ რუბინის ბევრი მოთამაშე პრაქტიკულად უფასოდ წავიდა (ტყუილია) და რომ მათ კონტრაქტები მაინც მალე დასრულდებოდა (ეს ასევე არ შეესაბამება სიმართლეს).

Khvicha Kvaratskhelia - Player profile 23/24 | Transfermarktტექსტის დასაწყისში ორი კითხვა დავსვი: რატომ გაუშვა რუბინმა მთავარი ვარსკვლავი უფასოდ და ვინ გამოიმუშავა ფული იტალიაში მისი ტრანსფერიდან. ნაწილობრივ მეორე კითხვას ვუპასუხეთ: თანხის 30% ბათუმის დინამოს დარჩა, დანარჩენი კი მოთამაშეს ან, შესაძლოა, მის აგენტს…

ამ ვერსიის შესავსებად და პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ყურადღება მივაქციოთ ისტორიის კიდევ ერთ გმირს – რუბინის ყოფილ გენერალურ დირექტორს, რუსტემ საიმანოვს.

60 წლის საიმანოვი  რუბინში 2006 წელს მივიდა, სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. მისი დანიშვნის შემდეგ კლუბმა სტატუსიანი მოთამაშეების შეძენა დაიწყო: დაიმატეს უკრაინის ნაკრების ლიდერი, სერგი რებროვი, თურქეთის ნაკრების მოთამაშეები გეკდენიზ ყარადენიზი და ჰასან კაბზე, ევრო 2000-ის საუკეთესო ბომბარდირი სავო მილოშევიჩი. მათთან ერთად 2008 წელს რუბინმა ისტორიაში პირველად მოიგო რუსეთის ჩემპიონატი.

საიმანოვი არ იმყოფებოდა საჩემპიონო ბანკეტზე: 2008 წლის მაისში იგი დააკავეს 1990-იან წლებში ჩადენილი მკვლელობების სერიაში მონაწილეობის ბრალდებით (სასამართლომ განიხილა 20 მკვლელობა და 3 გატაცება, ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ). საიმანოვმა დანაშაულებისთვის 8,5 წლიანი სასჯელი მიიღო კოლონიაში (მას ბრალი ედებოდა ჯგუფში 7 ადამიანის მკვლელობაში), მაგრამ 2012 წელს იგი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

როდესაც 2017 წელს ყურბან ბერდიევი ყაზანში დაბრუნდა, ის საიმანოვს შეუამხანაგდა. ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა შემადგენლობოს „გასუფთავება“ დაიწყო და ერთი წლის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დააწინაურეს. ის თავის პოსტზე ბერდიევის წასვლის შემდეგაც დარჩა.

2019 წლის ზაფხულში საიმანოვმა, ალბათ, საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა ცხოვრებაში – ლოკომოტივიდან 18 წლის სუპერტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია გადაიბირა. როგორც მოგვიანებით მამუკამ ვრცელ ინტერვიუში თქვა, ხვიჩა რუბინს სწორედ გენერალური დირექტორის პიროვნების გამო „აჩუქა“: „საიმანოვი რუბინში რომ არ ყოფილიყო, კვარაცხელიას, ზურიკოს, მიქელთაძეს და ყიფიანს არ მივცემდი. სწორედ კლუბის დირექტორის გამო მოხდა ყველაფერი. ახლო ურთიერთობა გვაქვს, სიტყვის კაცია. ფეხბურთელებს ის ძალიან უყვართ, ყველა პატივს სცემს“.

მამუკას ინტერვიუში მეგობრის მიმართ სხვა კომპლიმენტებიც იყო:

„საიმანოვს ესმის ქართული ხასიათი, ტყუილად არ წაიყვანა ისინი [ხვიჩა და დავითაშვილი]. ასევე უფრო მოსახერხებელი იყო მათი მოწყობა რუბინში, რადგან ქართველები კარგად ეგუებიან ყაზანს, ისევე როგორც ლოკომოტივს.

„საიმანოვი კარგი ფუნქციონერია, ყველაფერს ხედავს, ფეხბურთელებს თავად ირჩევს. „რუსტემ, ნახე, რა კარგი ფეხბურთელია – ვუბნები – უკვე უჩემოდ იცოდა.“

„ქართველებისთვის, ბერდიევმა და საიმანოვმა ბევრი რამ გააკეთეს. ზოგადად, რუბინი  ჩემი საყვარელი კლუბია. მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ ოთხი ქართველი თამაშობდა.“

2022 წლის გაზაფხულზე აღმასრულებელმა დირექტორმა საიმანოვმა უსასყიდლოდ გაათავისუფლა თავისი მეგობრის კლიენტი რუბინიდან. 2023 წლის იანვარში მან დატოვა  თანამდებობა (მოგვიანებით თქვა: „ძნელია ფულის გარეშე მუშაობა. დავიღალე”). აპრილში გამოაცხადა, რომ უკვე როსტოვში მუშაობდა.

FEATURE | Meet Khvicha Kvaratskhelia, the Napoli star called 'Kvaradona' - Get Italian Football Newsწელიწადნახევრის განმავლობაში საიმანოვმა არ განმარტა, რატომ გაუშვა ხვიჩა უსასყიდლოდ და ეს განსაკუთრებით საინტერესოა სიტყვების: „ფულის გარეშე მუშაობა რთულია“- შემდეგ.  ჟურნალისტები რამდენჯერმე დაინტერესდნენ, გამოიმუშვა თუ არა რუბინმა ფული ხვიჩას ნაპოლიში გადასვლიდან.

საიმანოვის პასუხები:

2022 წლის მაისი: „მიიღებს თუ არა რუბინი ფულს ხვიჩასთვის? ყველაფერი უეფაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, მივიღებთ“.

2022 წლის სექტემბერი:

– იმედია მივიღებთ.

– ეს იქნება სოლიდარობის გადახდები?

– დიახ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფულიც იქნება.

2023 წლის ივნისი: „რა თქმა უნდა, სირცხვილია, რომ ხვიჩა უფასოდ წავიდა. ისევე როგორც დრეიერი და ხაკშაბანოვიჩი. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავდა და ყველა პრაქტიკულად უფასოდ წავიდა. მაგრამ ხვიჩა ყველაზე ნათელი მაგალითია. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგ გუნდში ითამაშებდა.

შეჯამება: 2006 წლიდან ფეხბურთში მოღვაწე საიმანოვმა ბერდიევთან და სარსანიასთან ერთად ჩემპიონი რუბინი შექმნა, ხვიჩა უსასყიდლოდ გაათავისუფლა, მაგრამ რაღაც ხეირის იმედით, ბოლომდე არ გაიხსნა. თითქმის ერთი წლის შემდეგ მან აღიარა, რომ ტრანსფერი უფასოა და ასეთია ცხოვრება.

მაგრამ, როგორც ჩანს, ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებების უბრალოდ გადმოცემა საკმარისი არ არის. მოდით გავაანალიზოთ ისინი უფრო დეტალურად.

მაგალითად, სიტყვები უეფას შესახებ. როდესაც საიმანოვმა ისაუბრა „რაიმე სახის შეთანხმებაზე,“ რომელიც რუბინს დაეხმარებოდა ხვიჩას ტრანსფერიდან ფულის მოპოვებაში. მან დაამატა, რომ ეს ორგანიზაცია მზაკვრულია: „ახლა არ იტყვიან, რომ გავათავისუფლებთ ან მოთამაშეებს თავისუფალ აგენტებად ვაქცევთ. მერე დასძენენ: ვაგრძელებთ გადაწყვეტილების მიღებას (კონტრაქტების შეჩერების შესახებ). მაგრამ ბევრ მათგანს კონტრაქტი უკვე ამოეწურა.

Khvicha Kvaratskhelia to join Napoli in summer | NEWS.am Sport - All about sportsჯერ ერთი, 2022 წლის გაზაფხულზე ფიფამ და არა უეფამ შემოიღო კონტრაქტის შეჩერების წესი.

მეორეც, შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცეოდა ფიფა გაყინული კონტრაქტების თაობაზე. 2022 წლის გაზაფხულზე კონტრაქტები მხოლოდ სამი თვით შეჩერდა. მეორე ერთი სეზონით. სეზონის ბოლოს ფიფა ფიქრობდა რა გაეკეთებინა შემდეგ (ყოველ ჯერზე  პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე).

აგენტების ბაზრის სპეციალისტები, რომლებიც  Sports.ru-მ გამოკითხა, თვლიან, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კონტრაქტების გახანგრძლივება შეჩერების ვადით (პირობითად, კონტრაქტი გაყინულია ორი წლით და არ იწურება, მაგრამ იგივე ორი წელი მოქმედებს).

მავანი იტყვის: ხვიჩას რომ გაყინვა მოესწრო? რუბინი მასში მაინც ვერაფერს მიიღებდაო.

Sports.ru-ს თანამოსაუბრე, რომელიც ჩართულია სხვადასხვა სატრანსფერო გარიგებებში, ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს: „ერთი წლის შემდეგ, ანუ 2023 წლის ზაფხულში, ხვიჩას გაყიდვა (მის კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა) ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა იქნებოდა, რადგან არც ერთი დიდი კლუბი, მათ შორის ნაპოლი, არ წაიყვანდა მას. შეხედეთ ყველა იმ მოთამაშის ბედს, რომლებსაც კონტრაქტები გაუყინეს.

რომელიმე წარმატებულია? ბოლოს ყველა ან ძველ კლუბებში წავიდა, ან შუალედურში. მხოლოდ ხვიჩა გადავიდა ტოპ-კლუბში რადგან თავისუფალი აგენტი გახდა.“

გაგრძელება 16 ივლისს