Piotr Zielinski of SSC Napoli battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli and Bologna FC at Stadio Diego Armando Maradona on...„ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გადაწყვიტა, რომ დროა „ნაპოლის” პიოტრ ჟელინსკის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს. მას მერე, რაც პოლონელმა და იტალიის ჩემპიონმა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, გაირკვა, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ინტერესის საგანი ყოფილა. ჟელინსკის შეძენა განსაკუთრებით „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის სურს. ის ნახევარმცველს საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ ჰილალში” წასული სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელად მოიაზრებს. ჟელინსკის შეძენა უნდა საუდის არაბეთისავე „ალ აჰლის”, რომელიც პოლონელს გვარიან გასამრჯელოს სთავაზობს.

areanapoli წერს, რომ ყველაფრის მიუხედავად ნეაპოლურ კლუბს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ პოლონელს თავადაც გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ, ჟელინსკი „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდეა დაკავშირებული, რის მერეც თავისუფალი აგენტი გახდება და შეუძლია „პარტენოპეელთა” დაუკითხავად სადაც სურს იქ გადავიდეს.

Lalaziosiamonoi-ს ინფორმაციით რომაელებმა ნეაპოლელებს 20 მილიონი ევრო შესთავაზეს. მადაზე მოსული დე ლაურენტისი ნახევარმხცელს 25 მილიონად აფასებს.