გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით „ნიუკასლს” „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 90 მილიონ ევროს სთავაზობს.

მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა. სანდრო ტონალის დამატების შემდეგ „კაჭკაჭებს“ ხვიჩა კვარაცხელიაც სურთ.

ინგლისელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ დე ლაურენტისს ეს თანხა საკმარისად არ მიაჩნია. მას ამჟამად აქვს ორი გეგმა –ხვიჩასთნ კონტრაქტის გახანგრძლივება, ან მისი სარეკორდო ფასად გაყიდვა.

No description available.