Leonardo Bonucci of Juventus FC during the Serie A match between SSC Napoli and Juventus FC at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 11...ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის.

„იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის ტოსკანაში, შინ ესტუმრნენ და შეატყობინეს, რომ გუდა-ნაბადი უნდა აიკრას. ბონუჩი კონტრაქტის თანახმად „იუვნტუსში” ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩენილიყო.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ფეხბურთელი ორშაბათს კონტინასაში ჩასვლას და ალეგრის გადარწმუნებას აპირებს.

დამსახურებითა და ღვაწლით ბონუჩის როგორ შეედრება, მაგრამ ასეთსავე დღეშია ამერიკელი ვესტონ მაკკეინი. 24 წლის ნახევარმცველი „ლიდსში” იყო იჯარით გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაკკეინსაც „გასაყიდად გაიყვანენ”.

ბონუჩი და მაკკეინი „იუვენტუსს” ამერიკულ ტურში არ მიჰყავს. ისინი ინდივიდუალურად ივარჯიშებენ.