„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის, კიდევ თითო წყვილი გაირკვა.

Carlos Alcaraz, who beat fellow young gun and childhood friend Holger Rune to reach the Wimbledon semi-finals for the first time, pictured on day ten...
კარლოს ალკარასი

დაძაბული და დრამატული გამოდგა დანილ მედვედევისა და კრისტოფ ეუბანკსის ჯახი, რომელიც საბოლოოდ, რუსმა მოიგო – 6:4; 1:6; 4:6; 7:6; 6:1. არადა, ამერიკელი ახლოს იყო კიდევ ერთ სენსაციასთან, მაგრამ კლასი არ ეყო და ნახევარფინალი მედვედევს გაატანა.

მარტივად იმარჯვა კარლოს ალკარასმა, ვინაც დანიელი ჰოლგერ რუნი სამ სეტში დაამარცხა – 7:6; 6:4; 6:4 და ფინალში გასასვლელად მედვედევს შეხვდება. ქალთა შორის მარტივად მოიგო არინა საბალენკამაც. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მედისონ კეისთან 6:4; 6:2 იმარჯვა.

მეორე წყვილში კი, საინტერესო ბრძოლა შედგა: ტუნისელი ორის ჟაბერმა ყაზახ ელენა რიბაკინასთან პირველი სეტი 6:7 წააგო, მაგრამ შემდეგ ორი სეტი მოიგო – 6:4; 6:1 და ნახევარფინალში საბალენკას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, კაცთა შორის მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და იანიკ სინერი ითამაშებენ, ხოლო ქალთა შორის ერთმანეთში ურთიერთობას ელინა სვიტოლინა და მარკეტ ვონდროუშოვა გაარკვევენ.