Giorgi Mamardashvili of Valencia, coach Carlo Ancelotti of Real Madrid during the La Liga Santander match between Real Madrid v Valencia at the...ესპანური superdeporte წერს, რომ „ბაიერნმა” „სევილიას” მაროკოელი მეკარე იასინ ბონო გაიხსენა. „რეკორდმაისტერი” მისი შეძენით ადრეც იყო დაინტერესებული, ახლა კი როდესაც ევროპაში გოლკიპერთა კარუსელი დატრიალდა, გერმანულმა კლუბმა 31 წლის კარის მცველს მიაკითხა.

ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას წასვლით დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა მის ნაცვლად „ინტერიდან” კამერუნელი ანდრე ონანას გადაბირება გადაწყვიტა, რასაც, როგორც ამბობენ, წინ აღარაფერი უდგას. თავის მხრივ, ონანას შემცვლელად მილანურმა კლუბმა „ბაიერნის” შვეიცარიელი ვეტერანი იან ზომერი შეიგულა. შედეგად, ბავარიელები ახალ გოლიპერს ეძებენ.

ბონომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში კარგად ითამაშა — ესპანეთის ნაკრებთან პენალტებში გამოიჩინა თავი. როგორც ზემოხსენებული პორტალი წერს, ის მალე შეხვდება „ბაიერნის” წარმომადგენლებს, რომელთა მთავარი მეკარე მანუელ ნოიერი იანვარში, თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა და მას მერე კლუბს მისი შემცვლელის ძებნა უწევს.

შესაბამისად, superdeporte-ს აზრით, „ვალენსიას” ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა, რომელზეც წერდნენ, რომ „ბაიერნის” სამიზნე იყო, მეორე პლანზე გადაინაცვლა. არადა, მონაცემებით გიორგი ზუსტად ისეთია, როგორსაც „რეკორდმაისტერი” ეძებს: 22 წლის, სიმაღლით 1,99 სანტიმეტრი და პერსპექტიული.

superdeporte ამბობს, რომ ჩინებული სეზონის შემდეგ მამარდაშვილზე დიდი მოთხოვნა იყო. არცთუ დიდი ხნის წინ, მის მიმართ ინტერესს იჩენდა რამდენიმე სერიოზული კლუბი, მაგრამ ბოლო დღეებში ის თითქოს დაივიწყეს.

„ვალენსიამ” კი თავისი გოლკიპერის ფასი კარგად იცის — 25 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება ნაადრევად გამოსასყიდ თანხას, ეს თანხა 100 მილიონი ევროა.

„მამარდაშვილი გასულ სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მან „ჩეების” 56 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისით პრემიერლიგის კლუბები იყვნენ დაინტერესებულები.

ბოლო ორ სეზონში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ქართველი „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია”, — წერს superdeporte.