საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“ და ფრედ 2:2 ითამაშა.
სამიდან ორი მატჩში („ჟილინასთან“ და „ლეობენთან“) ალთუნაშვილი ძირითად შემადგემლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, პირველ საკონტროლო შეხვედრაში კი, დაბალლიგელ „ველდენთან“, ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
„ვოლფსბერგერმა“ მეოთხე ამხანაგური შეხვედრა უნგრეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „დებრეცენთნ“ გუშინ, 11 ივლისს ითამაშა და ადის იასიჩის გოლით 1:0 მოიგო. ალთუნაშვილი ამ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.