ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კლუბის ბაზაზე დაბრუნების თარიღი შეცვალა. ახლა, თუ თავდამსხმელი „ინტერში“ არ გადავა, მას მოუწევს ვარჯიშის განახლება არა 12, არამედ 17 ივლისს.
ორივე მხარე ელოდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიურ კლუბში 17 ივლისამდე შეთანხმდებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუ არ აპირებდა ლონდონელებთან ვარჯიშის განახლებას დათქმულ დღეს. 12 ივლისს. „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ელოდა, რომ ფეხბურთელი ლურჯების ბაზაზე 12 ან 13 ივლისს გამოჩნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ 2022/2023 წლების სეზონი „ინტერში“ იჯარით გაატარა. 2019/2020 და 2020/2021 წლების სეზონებში ის ასევე თამაშობდა „ნერაძურში“ „ჩელსიში“ გადასვლამდე.