დღეს და ხვალ „უიმბლდონის“ მეოთხედფინალური მატჩებია. მამაკაცთა შორის თითქმის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ტიტულისთვის იბრძვის.
მეტ-ნაკლები სენსაცია საუკეთესო რვას შორის რუსი რომან საფიულინისა (92) და ამერიკელი კრისტოფ უებანკისის (43) გასვლაა. საფიულინს მაინცდამაინც რთული გზა არ შეხვედრია და ოცეულში მყოფ ჩოგბურთელს აქამდე არც შეხვედრია. მეოთხედფინალში კი რეიტინგის მერვე ნომერ იტალიელ იანიკ სინერს ეთამაშება.
დღესვე მტავარ კორტზე ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან ანდრეი რუბლიოვი (7) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (2), ხოლო ხვალ ესპანელი კარლოს ალკარასი (1) და დანიელი ჰოლგერ რუნი (6), ასევე დანილ მედვედევი (3) და ეუბანკსი ითამაშებენ. ეუბანკსმა რთული გზა გაიარა – მეოთხედფინალში გასასვლელად ამერიკელი კამერონ ნორიესა (13) და ბერძენი სტეფანოს ციციპასის (5) დამარცხება მოუწია.
ქალთა შორისაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა – მეოთხედფინალში მოხვდნენ ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა (42) და უკრაინელი ელენე სვიტოლინა (76). წყვილები კი ასეთია: პეგულა-ვონდროუსოვა და შვიატეკი-სვიტოლინა დღეს ითამაშებენ, ხოლო ჟაბერი-რიბაკინასა და კეისი-საბალენკა ურთიერთობას ხვალ გაარკვევენ.