ფეხბურთის გურმანებს ჯერჯერობით ბარსელონაში ჩასვლას არ ვურჩევთ, რადგან ლეგენდარული „კამპ ნოუ” გამოშიგნული დახვდებათ. ესპანური ფეხბურთის გოლიათმა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია წამოიწყო.
პროექტის ხორცშესხმა ჯამში 1,46 მილიარდი ევრო ჯდება. სამუშაოების დამთავრებას 2025-26 წლების სეზონისთვის გეგმავენ. სარბიელის ტევადობა 99354-დან 105000-მდე გაიზრდება. ის იყო და დარჩება ევროპის ყველაზე დიდ სტადიონად: მეორეზე დარჩება „უემბლი”, რომელშიც 90 000 გულშემატკივარი ეტევა.
„კამპ ნოუ” აშენდა 1957 წელს და მას მერე ასეთი მასშტაბური რეკონსტრუქცია არ ჩატარებია.