„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ოცნების ახდენასთან ახლოს არის. მისი აგენტი მარიო ჯიუფრედი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა: „ჯოვანი „ნაპოლის” კაპიტნობაზე და მთელი კარიერის ამ გუნდში გატარებაზე ოცნებობს”. როგორც ხედავთ, ოცნების პირველი ნაწილი ახდა. დი ლორენცომ სამკლავური მოირგო და გახდა მარადონას შემდეგ პირველი კაპიტანი, რომელმაც „აძურის” სკუდეტო მოაგებინა.

რაც შეეხება „სამარადისო ხელშეკრულებას”, „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ არც მანამდეა დიდი დრო დარჩენილი. გაზეთის ცნობით ჩანაფიქრი ასეთია: კონტრაქტი გაფორმდება 2027 ან 2028 წლამდე, რის შემდეგაც დაიწყება თითოწლიანი გახანგრძლივებები. ამგვარი თანამშრომლობა კლუბსა და 29 წლის ფეხბურთელს შორის ასაკის და სიტუაციის ადექვატურია.

შეგახსენებთ, რომ დი ლორენცო კამპანიელი არ არის, ტოსკანელია, ტოსკანას დედაქალაქი კი ფლორენცია გახლავთ.

Giovanni Di Lorenzo: the agent speaks