ინგლისური „ტოტენჰემი“ არ აპირებს „ბაიერნის“ 80 მილიონევროიანი შეთავაზების მიღებას ჰარი კეინის ტრანსფერისთვის.
წყაროს ცნობით, დეკლარირებული თანხა არ იქნება საკმარისი ტრანზაქციის დასასრულებლად. აღნიშნულია, რომ „ბაიერნი“ ისევ სერიოზულ ინტერესს იჩენს „სფურზის“ ინგლისელი თავდამსხმელის მიმართ და კვლავ იმედოვნებს, რომ პროგრესს მიაღწევს „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელებმა ბაიერნს კეინში შეთავაზებულ 70 მილიონ ევროზეც უთხრეს უარი.
კეინი „ტოტენჰემის“ სისტემის აღზრდილია. ინგლისელი თავდამსხმელი პირველ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს.