„ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ სერია A-ს კალენდარზე თავისი კომენტარი გააკეთა.
„პირველი თამაში სტუმრად გვაქვს „ფროზინონესთან”, რომელმაც სერია B-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა. ამ გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა სერია A-ს საგზური. ზოგადად, კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ლიგაში იოლი თამაშები არ არის, რასაც იტალიური ფეხბურთის დონე განაპირობებს.
დადებითი კი ის არის, რომ ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შინ ვთამაშობთ. ეს კარგია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი შეხვედრა ენერგიის განსაკუთრებულ ხარჯვას მოითხოვს”, — თქვა გარსიამ.