The official timetable for the first four Serie A matches has arrived„ნაპოლი” ისტორიაში მესამედ იწყებს სეზონს ჩემპიონის რანგში. რუდი გარსიამ ლუჩანო სპალეტის მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას. გუნდში რამდენიმე ცვლილება იქნება: კიმ მინ-ჯაე „ბაიერნში” გადავიდა; ვიქტორ ოსიმენი ალბათ დარჩება, მაგრამ მის გარშემო სატრანსფერო მღელვარება ჯარ არ ჩამცხრალა — ახლა ამბობენ, რომ თუ კილიან მ’ბაპე „პარი სენჟერმენს” დატოვებს, ოსიმენმა შესაძლოა „პარკ დე პრენსზე” გადაინაცვლოს და ა.შ.

გარსია აშკარად რთული ამოცანის წინაშე დგას. ის ახალ თავგადასავალს 19 აგვისტოს (თავიდან 20 გამოაცხადეს, მაგრამ ტური სამ დღეზე გადანაწილდა) სერია A-ში ახალ აღზევებულ „ფროზინონესთან” (სადაც გიორგი კვერნაძე გადავიდა) სტუმრად თამაშით იწყებს. მეორე ტურში „ნაპოლი” მშობლიურ „დიეგო მარადონას” უბრუნდება და „სასუოლოს” მასპინძლობს.

ამ ეტაპზე დადგენილია, რომელ საათზე ჩატარდება პირველი ოთხი ტურის შეხვედრები. გთავაზობთ მათი დაწყების დროს საქართველოს დროით:

ფროზინონე-ნაპოლი 19 აგვისტო; 20:30. ნაპოლი-სასუოლო 27 აგვისტო; 22:45. ნაპოლი-ლაციო 2 სექტემბერი; 22:45. ჯენოა-ნაპოლი 16 სექტემბერი; 22:45.