სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა სპეციალისტმა ალფრედო პედულამ Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის „ნაპოლისგან” პოლონელი შემტევი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის ყიდვა უნდა. შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდე აქვს კონტრაქტი ანუ იტალიის ჩემპიონმა ის ახლა ან მაქსიმუმ საშობაო ბაზრობაზე თუ არ გაყიდა, ერთ წელიწადში მას შეეძლება თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდეს სადაც უნდა და „პარტენოპეელებს” ცენტიც არ დარჩებათ. მოლაპარაკებები „ნაპოლისა” და ფეხბურთელის თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი, ჩიხშია შესული.

„ლაციოს” ჟელინსკი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის იდეალურ შემცვლელად მიაჩნია.