2024 წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება. ეს გადაწყვეტილია.

იქამდე კი „სელესაოს“ ფერნანდო დინიზი გაწვრთნის. ბრაზილიელებს სურდათ ანჩელოტისთან კონტრაქტი ახლავე გაეფორმებინა, მაგრამ ეს მოხდება 2024 წლის ზაფხულში, როცა 64 წლის სპეციალისტს მადრიდის „რეალთან” კონტრაქტი დაუსრულდება.

ანჩელოტის პირველი დიდი ტურნირი „კოპა ამერიკა“ იქნება, რომელიც 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.

Fernando Diniz to coach Brazil until Carlo Ancelotti arrives | Marca

წილი
წინა სტატიაESPN: კვარა მეორეა
შემდეგი სტატიალა როხიტა ფინალში შევარდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...