პორტუგალიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუმ, არგენტინელების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაზე ისაუბრა. კატალონიური კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მისი ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად უკვე მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლიონელ მესის დამსახურებაა.
„არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რადგან მესი ჰყავს. პორტუგალიაში უკეთესი თაობის მოთამაშეები არიან, მაგრამ მესი არ გვყავს.“ – თქვა დეკუმ.