გიორგი კვერნაძე  „ფროსინონეს“ფეხბურთელია. ქართველი ახალ კლუბში იჯარით ითამაშებს, იტალიურ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს – ინფორმციას „ფროსენონეს“ პრეს სამსახური ავრცელებს.

საინტერესო დეტალია, რომ ტრანსფერზე „ფროსინონე“ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შეუთანხმდა და არა „ბათუმს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. საქმე ის არის, რომ კვერნაძის  ტრანსფერი სწორედ ფოთის „კოლხეთს“ ეკუთვნოდა, ბათუმში კი იჯარით თამაშობდა.

ახალი სეზონიდან კვერნაძე მეორე ქართველი იქნება სერია A-ში – ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. გასულ სეზონში იტალიის უძლიერეს ლიგაში ლუკა ლოჩოშვილიც თამაშობდა („კრემონეზეში“), მაგრამ მისი გუნდი სერია B-ში გავარდა.

No description available.