გასული სეზონის კაშკაშა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლოხანს ბევრი ჯილდო მიიღო, რომელთა შორის იყო სერა A-ს 2022-23 წლების MVP-სა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდებები. კვარაცხელიას გოლებმა და დრიბლინგმა ნეაპოლელ გულშემატკივართა გულში სამუდამოდ დაიდო ბინა. spazionapoli წერს, რომ ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო მისი გლობალური ვარსკვლავობის დამტკიცებას ელის, მაგრამ მანამდე ინებეთ კიდევ ერთი აღიარება: Transfermarkt-მა გამოაქვეყნა 10 ყველაზე ძვირადღირებული გარემარბის სია, სადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეც მოხვდა.
სიას სათავეში უდგას „რეალის” მარცხენაფლანგელი ვინისიუს ჟუნიორი. ბაზარზე მისი ფასი 150 მილიონ ევროს უდრის. იტალიის ლიგიდან ათეულში კვარას გარდა „მილანის” პორტუგალიელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაოც არის.