Very busy Serie A calendar, clubs ask for a shift divided into two weekends - photo 15 ივლისს, ცენტრალური ევროპის დროით 12 საათზე (საქართველოს დროით 14 საათზე), სერია A 2023-24 წლების სეზონის კალენდარს გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ჩემპიონატი 20 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის 26 მაისს დასრულდება. იტალიის ნაკრების გამო შეჯიბრება მხოლოდ ოთხჯერ შეწყდება:  2023 წლის 10 სექტემბერს, 2023 წლის 15 ოქტომბერს, 2023 წლის 19 ნოემბერს და 2024 წლის 24 მარტს.

შუა კვირაში მარტო ერთი ტური ჩატარდება — 27 სექტემბერს.

სერია A საშობაო არდადეგებს არ მოაწყობს. „ბოქსინგ დეის” (26 დეკემბერს თამაშის) ექსპერიმენტი აღარ გამეორდება, მაგრამ გუნდები 30 დეკემბერს და 6 იანვარს მოედანზე იქნებიან.

ეს უკანასკნელი ტური ჩატარდება ოთხი გუნდის გარეშე: „ნაპოლი”, „ინტერი”, „ლაციო” და „ფიორენტინა” ქვეყნის სუპერთასს გაითამაშებენ.

გამოცხადდება „კოპა იტალიას” თარიღებიც. შეჯიბრება 6 აგვისტოს დაიწყება (წინასწარი ეტაპი), ფინალი კი 2024 წლის 15 მაისს რომში გაიმართება.