საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის მესამე ევროპული თამაშების ფინალში გერმანიის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებმა იოლად მოუგეს ხორვატიასა (4:1) და თურქეთს (4:1), ხოლო ნახევარფინალში „დამატებითი ჭიდაობის“ შემდეგ იტალიელები დაამარცხეს – 4:3.

ფინალში გუნდს პირველი ქულა გურამ თუშიშვილმა მოუტანა, შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა, მესამედ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი გავიდა და ჩვენების უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. ჩვენი გუნდისთვის ოქროს მომტანი ქულა ეთერ ასკილაშვილს შეეძლო, მაგრამ ეს მისია ლაშა ბექაურმა ითავა და ოლიმპიურმა ჩემპიონმაც ოქროს მედალი მოგვიტანა.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, საბრძოლო ხელოვნებით დაკავებული ადამიანები and ტექსტი გამოსახულება