• Rugbydump:

„მიუხედავად იტალიის მიერ სამხრეთ აფრიკის ღირსშესანიშნავი ძლევისა, „მსოფლიო რაგბის“ U20 მიმდინარე ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ყოვლისმომცველი გამარჯვება არგენტინაზე იყო ტიერ 2-ის ერის რეალური განაცხადი ელიტაში შესვლაზე.

ქართველები განუწყვეტლივ აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ევროპული რაგბის უმაღლეს ეშელონში ჩარიცხვას ითხოვენ, ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა აუცილებელი სიღრმეებია და ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას.

საქართველომ არა მხოლოდ დაამარცხა არგენტინის ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე იტალიას გადაუარა, არამედ აი, ასეთ არგენტინას ქულაც არ ააღებინა.

საქართველოს ახლა აქვს ნახევარფინალში გასვლის შანსი, თუ, ცხადია, გადამწყვეტ რკენაში იტალიას დაამარცხებს.

თუ ამ პულში იტალია ან საქართველო სამხრეთ აფრიკასა და არგენტინას გაუსწრებს, ეს იქნება ყველაზე დიდი შოკი 20-წლამდელთა რაგბის ისტორიაში”.

  • L’Equipe:

„…საქართველომ კი არგენტინა დაადუმა“.

  • World Rugby:

„რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაგრძელდა იტალიისა და საქართველოს განსაცვიფრებელი გამარჯვებებით.

საქართველომ „დენი ქრეივენზე“ ბრწყინვალედ ითამაშა და არგენტინას 20:0 მოუგო.

ტურნირის გახსნის დღეს ქართველებმა ყოველმხრივ შეავიწროვეს სამხრეთ აფრიკის ნაკრები, მაგრამ მაინც მარცხი განიცადეს. ამიტომაც მათ უბრალოდ არ შეეძლოთ იმავე შეცდომების გამეორება არგენტინასთან შეხვედრაში“.