Montuori: Naples, the new attack: a sensational news is possibleდღე არ გავა იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით რამე ახალი ან გადამღერებული ძველი არ დაიწეროს. ცალკე თემაა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მადა. ამასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გუშინ „სქაი სპორტმა” გაავრცელა. მან თქვა, რომ დე ლაურენტისისა და ოსიმენის აგენტის რობერტო კალენდას ბოლო შეხვედრისას „პარტენოპეელთა” მეპატრონემ 200(!) მილიონი ევრო მოითხოვა.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს თანხა ადრე დასახელებულს მნიშვნელოვნად აღემატება. თავიდან ამბობდნენ, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონს ითხოვს, შემდეგ კი „ლე პარიზიენმა” 180 მილიონიც ახსენა. კამპანიელთა კლუბის პატრონმა კარგად იცის ოსიმენის მნიშვნელობა მნიშვნელობა გუნდისთვის და ეტყობა ფასის აწევით მის დაბევებას ცდილობს.

როგორია თავად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? მარტივი: ის ამბობს, რომ მოთამაშეს, რომელიც 200 მილიონი ღირს, შესაბამისი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით დე ლაურენტისი ოსიმენს 4,5 მილიონს უხდის და 6 მილიონს სთავაზობს, რაც თავდამსხმელს ეცოტავება.