ნაპოლი 14 ივლისს იწყებს

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლი 14 ივლისს იწყებს
ნაპოლი 14 ივლისს იწყებს

ახლოვდება მოსამზადებელი სეზონი, რომელსაც „ნაპოლი” ტრადიციულად იტალიის უკიდურეს ჩრდილოეთში, დიმაროსთან, ვალ დი სოლეში ატარებს. ფეხბურთელები პარასკევს, 14 ივლისის, საღამოს უნდა შეიკრიბონ. შაბათ-კვირას დილის ვარჯიშები ათ, ხოლოს საღამოს ვარჯიშები 17:30-ზე გაიმართება. იტალიის ჩემპიონი დიმაროში 25 ივლისამდე დარჩება.

დანიშნულია პირველი ამხანაგური შეხვედრაც: სამშაბათს, საქართველოს დროით 20 საათზე „ანუანესთან”. ცრუმორწმუნეთათვის ალბათ მნიშვნელოვანია, რომ „ნაპოლიმ” „ანუანესთან” შარშანდელი პრე-სეზონის დროსაც ითამაშა (10:0) და სწორედ იქ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „აძურის” შემადგენლობაში. ქართველმა გარემარბმა ახალ გუნდში მყისიერი ეფექტი მოახდინა.

წლევანდელი მატჩი საინტერესო იქნება ახალი მწვრთნელის რუდი გარისიას იდეების გასაცნობად.

Napoli Anaune 10-0 gol e highlights: è subito Kvaratskhelia show | Sky Sport
ნაპოლი – ანუანე 10:0. 2022 წლის 14 ივლისი

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.