ფრანგულმა პორტალმა Footmercato-მ მაქსიმ ლოპესის „სასუოლოდან” „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა. ლოპესი უკვე რამდენიმე კვირაა ნეაპოლელთა თვალსაწიერშია. ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „პარტენოპეელთა” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია ნახევარმცველს კარგად იცნობს. გარსია „მარსელში” ლოპესის მწვრთნელი იყო.

Footmercato-ს ინფორმაციით „სასუოლომ” ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 9 მილიონი ევრო მოითხოვა. სატრანსფერო თანხის 30% „მარსელში” უნდა გადაირიცხოს.

თავად ფეხბურთელს „ნაპოლისთვის” უკვე შეუთვლია თანხმობა. მისი ამბავი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გადაწყდება.