ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, – გვამცნობს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩის მომსახურებით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. მაგრამ ლუკამ მათ უარი უთხრა.