PSG's first offer for Osimhen„სქაი სპორტის”-ს ცნობით, ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის” ურთიერთობაში სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ასეთია ფეხბურთელის აგენტის რობერტო კალენდასა და „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრის შედეგი.

მანამდე დე ლაურენტისს ნათქვამი ჰქონდა, რომ თავდამსხმელის გაყიდვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებოდა, თუ 150 მილიონ ევროს შესთავაზებდნენ. ახლა ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დე ლაურენტისმა ეს თანხა გაზარდის, რითაც ტრანსფერი შეუძლებელი გახადოს. ეს მალე გაირკვევა და დიდად იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებათა მთავარ თემაზე — ოსიმენის ახალ კონტრაქტზე. „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით მხარეები შეთანხმებულან, რომ კლუბის პირველი შეთავაზება, წელიწადში 6 მილიონი ევრო, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისთვის საკმარისი არ არის.

ახლა მხარეები ვარიანტებს გადახედავენ და კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. მანამდე, თუკი გამოჩნდება მყიდველი, რომელიც ოსიმენში 150 მილიონს გადაიხდის, ფეხბურთელის აგენტი ამის შესახებ დე ლაურენტისს აცნობებს.