მიუნხენის „ბაიერნმა“ პორტუგალიელ მცველთან, რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

29 წლის მცველი ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში „დორტმუნდში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 36 მატჩში  6 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი მიუნხენურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

გერეიროს პორტუგალიის ნაკრებში 64 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.