Heavy floods disrupted the matchბრიტანული „სანის” სქოთური ვერსია გლაზგოში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას უბრუნდება და წერს, რომ ავდრის გამო ის 90 წუთით შეწყდა, მაგრამ ქართველებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ისინი ერთხანს მოედანზე დაბრუნებას საერთოდ უარობდნენ.

ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯმა იშტვან ვადმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა და შესარჩევი შეხვედრა ქაოსად იქცა. უნგრელმა არბიტრმა ერთი ხნის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმა მოედანი და მიიჩნია, რომ იქ თამაში კვლავ შეუძლებელი იყო. მეტიც, მინდვრის შემდეგმა ინსპექტირებამაც ვერ შეიტანა სიცხადე შექმნილ მდგომარეობაში. გადაწყვეტილება მატჩის განახლების შესახებ საბოლოოდ 9 საათსა და 35 წუთზე მიიღეს.

აქ „სქოთიშ სანი” აქებს სტადიონის თანამშრომელთა გუნდს, რომელთაც მოედნიდან წყლის აწმენდის გამო გმირებს უწოდებს და წერს, რომ მათი მონდომების წყალობით ბურთი მინდორზე უკვე გორავდა.

თუმცა, Viaplay-ს ჟურნალისტის კონი მაკლაფლინის ინფორმაციით ქართველებს კვლავ არ უნდოდათ თამაშის განახლება. ენდი რობერტსონმა შოტლანდიელი ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნა, საქართველოს ნაკრები კი მაინც არ ჩანდა.

როდესაც სქოთები კიდევ ერთხელ შევიდნენ გასახდელში, სკოტ მაკტომინეი აღშფოთებას ვერ მალავდა. საბედნიეროდ, ეს მათი ბოლო შესვლა-გამოსვლა გამოდგაო, — წერს გაზეთი.

გაღიზიანებულმა ნახევარმცველმა კალუმ მაკგრეგორმა ქართველ ფეხბურთელებს გაჰკრა კბილი. ჟურნალისტმა მაკლაფლინმა თქვა:

„ქართველებს არ მოსწონდათ როგორ დახტის ბურთი. მათ შეხვედრის მეორე დღისთვის გადადება უნდოდათ. აქ საქმეში მაკგრეგორი ჩაერია და უთხრა: თუ თქვენ გინდათ, რომ ეს შეხვედრა საერთოდ არ განახლდეს, მაშინ ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში და იქ გეთამაშებით.

აი, ასე იყვნენ ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები”.