ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამბურგი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მცველით, საბა საზონოვით დაინტერესდა. თუმცა კლუბის პრესსამსახურმა  ამ სიახლის კომენტირებაზე უარი თქვა.

„ჩვენი კლუბი არ აკეთებს კომენტარს სატრანსფერო ჭორებზე“, – ციტირებს გერმანული კლუბის პრესსამსახურის განცხადებას championat.com.

21 წლის საზონოვმა 2022/2023 წლების სეზონში დინამოში რუსეთის პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.

საზონოვი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ხვალ, 21 ივნისს დაიწყება. ქართველების პირველი მეტოქეები პორტუგალიელები იქნებიან.