„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ დატოვებს, თუ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ლუის ენრიკე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება – წერს L’Equipe.

წყაროს ცნობით, ენრიკეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ამბის გაგების შემდეგ, ნეიმარს პსჟ-დან წასვლის სურვილი დაკარგა და დარჩენა გადაწყვიტა. ბრაზილიელ თავდამსხმელს ესპანელ მწვრთნელთან ჯერ კიდევ „ბარსელონადან“ მოყოლებული შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენრიკე მალე პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი გახდება და პარიზელებთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.