დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ჩემპიონის თბილისის „დინამოს“ პირველი მეტოქე ამ ტურნირზე – დინამოელები პირველ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ ეთამაშებიან. პირველი მატჩი სტუმრად გაიმართება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 11-12 ივლისს გაიმართება, საპასუხო 18-19 ივლისს.
ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
ასტანა (ყაზახეთი) – დინამო (თბილისი, საქართველო)
ჰაკენი (შვედეთი) – ნიუ სეინტსი (უელსი)
ბალკანი (კოსოვო) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
შემროკი (ირლანდია) – წინასწარი ეტაპის გამარჯვებული
ჟალგირისი (ლიეტუვა) – შტრუგა (მაკედონია)
კლაკსვიკი (ფარერები) – ფერენცვაროში (უნგრეთი)
ოლიმპია (სლოვენია) – ვალმეირა (ლატვია)
ჰელსინკი (ფინეთი)-ლარნე (ჩრდ. ირლანდია)
ლინკოლნი (გიბრალტარი) – ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
რაკოვი (პოლონეთი) – ფლორა (ესტონეთი)
სლოვანი (სლოვაკეთი) – სვიფტ ჰესპერი (ლუქსემბურგი)
ფარული (რუმინეთი) – შერიფი (მოლდოვა)
ჰამრუნ სპარტანსი (მალტა) – მაკაბი (ჰაიფა, ისრაელი)
ურარტუ (სომხეთი) – ზრინსკი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
პარტიზანი (ალბანეთი) – ბატე (ბელარუსი)