შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ფეხბურთს and ტექსტი გამოსახულებამას მერე, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა იუარა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრების შესარჩევ თამაშებზე გადაიტანა. „ნაპოლის” გარემარბი უდავოდ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ გოლი კვლავ ვერ გაიტანა.

ბოლოს მან 19 მარტს „ტორინოს” შეუგდო. თუ მხოლოდ ეროვნული გუნდის თამაშებს განვიხილავთ, მაშინ სტატისტიკა ასეთია: კვარაცხელიას თამაშიდან (პენალტს თუ არ ჩავთვლით) 5 მატჩია გოლი არ გაუტანია.

თავად ფეხბურთელმა კვიპროსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ვითარება ასე ახსნა:

„არ ვფიქრობ, რომ უიღბლო პერიოდი მიდგას. „ნაპოლიში” ხანგრძლივი სეზონი ჩავატარე, ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ცოტა დაღლილი ვარ. მაინც იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში შოტლანდიას გავუტან.

კვიპროსთან მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო ჯგუფში პირველი გამარჯვება. დავითაშვილმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ახლა შოტლანდიაში ერთი მიზნით მივდივართ: უნდა გავიმარჯვოთ. საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ”.

კორიერე დელო სპორტი