No description available.საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის სამზადისი დაიწყო. ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უარი თქვა და მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა არა 50-60-კაციანი სია ჩამოწერა, არამედ 39 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 33 საფრანგეთში გაემგზავრება.

No description available.შეკრებაზე გამოძახებული 39 მორაგბის გარდა იქნება სარეზერვო ჯგუფიც, რომელიც სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ ჯგუფის წევრი ჩაენაცვლება ძირითადი რაზმიდან ტრავმის გამო ამოვარდნილს.

მაისაშვილის მიერ შერჩეულები საყოველთაოდ ცნობილები არიან. სიაში სანაკრებო კეპი მხოლოდ 19 წლის ლუკა ხორბალაძეს არ აქვს, რომელიც, სხვათა შორის, თორნიკე კახოიძესთან ერთად ლადო კილასონიას განკარგულებაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: რჩეულ 39 მორაგბეს შორის 21 ლეგიონერია, 18 კი „შავ ლომში“ ირიცხება. ამ უკანასკნელთა დიდი უმრავლესობა უკანახაზელია, ხოლო საუკეთესო ქართველი ფორვარდები, როგორც წესი, საფრანგეთისა და ინგლისის კლუბებში გამოდიან.

მაშ ასე, საფრანგეთის მსოფლიო თასზე საასპარეზოდ 33 მორაგბე გაეგზავრება, რომლებსაც შემდეგი 39 კაცისგან შეარჩევენ:

  1. ნიკა აბულაძე (ექსეტერი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92), მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი);
  2. შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე (ყველა – შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი);
  3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე);

4-5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ნოდარ ჭეიშვილი,  მიხეილ ბაბუნაშვილი (ორივე – შავი ლომი), ლაშა ჯაიანი, ლადო ჩაჩანიძე (ორივე – ნევერი);

6-8. ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი (ორივე – შავი ლომი);

  1. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბაიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკი);
  2. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13. მერაბ შარიქაძე, თორნიკე კახოიძე, დემე თაფლაძე (ყველა – შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (უკლუბო);

11, 14. აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, მირიან მოდებაძე, ოთარ ლაშხი (ყველა – შავი ლომი);

  1. დავით ნინიაშვილი, ლუკა ხორბალაძე (ორივე – ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).