De Laurentiis Osimhenვიქტორ ოსიმენის მომავალი „ნაპოლისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია — მასზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ „აძურის” ვნახავთ მომავალ სეზონში. გადაწყდა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა რამდენიმე დღეში შეხვდებიან ერთმანეთს და ორ საკითხს გაარკვევენ: „ნაპოლის” მოთხოვნებს და სატრანსფერო შემოთავაზებებს.

ამის შესახებ „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ პროგრამა Calciomercato l’Originale-ში ილაპარაკა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა თანხებზეა საერთოდ ლაპარაკი. თუკი დე ლაურენტისი ოსიმენში 150 მილიონ ევროს ითხოვს, მან უნდა იცოდეს, რომ ნიგერიელს ბევრი მთხოვნელი არ ეყოლება. და კიდევ:

„პრეზიდენტმა ჯერ თავად უნდა გაარკვიოს რა დაუჯდება ოსიმენთან კონტრაქტის გაგრძელება. რად უნდა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელის ჯამაგირი დე ლაურენტისის გაზრდილი მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს”, — თქვა დი მარციომ.

ოსიმენის ახლანდელ ხელშეკრულებას 2025 წლამდე აქვს ძალა.