Giorgi Mamardashvili goalkeeper of Valencia and Georgia gives instructions during the LaLiga Santander match between Valencia CF and Real Madrid CF...AS დაბეჯითებით წერს, რომ ამ ზაფხულს „ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გაყიდის. ავტორიტეტული ესპანური სპორტული გაზეთი ქართველ მეკარეს აქებს. ის ამბობს, რომ გიორგი გამორჩეული ფიგურაა და მან გასულ სეზონში „ღამურები” ბევრ წაგებას გადაარჩინა.

მამარდაშვილი „ვალენსიას” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ პოსტერზე ყოფილა გახატული. გაზეთის ღრმა რწმენით მისი გაყიდვა კლუბისთვის სარფიანი იქნება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რა გროშებად ჰყავს ნაყიდი თბილისის „დინამოსგან”.

მამარდა „ჩეებთან” 2021 წელს ჩავიდა და ხოსე ბორდალასის ძალისხმევით მყისვე ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. მან დიდი ნიჭი პირველსავე სეზონში გამოავლინა. ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა.

და აი, რომაული „კორიერე დელა სერა” წერს, რომ ქართველი გოლკიპერით ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ინტერი” დაინტერესებულა.

AS კი ვარაუდობს, რომ თავად მამარდაშვილს პრემიერლიგაში ურჩევნია გადაბარგება, სადაც რამდენიმე კლუბს მასზე თვალი აქვს დადგმული. ცნობილია, რომ დაინტერესებულთა შორის არიან „ტოტენჰემ ჰოთსპური” და „ჩელსი”.

მამარდაშვილმა „ვალენსიასთან” კონტრაქტი გასულ სექტემბერს გაახანგრძლივა. მის თანახმად გიორგიმ „მესტალიაზე” 2027 წლამდე უნდა დაჰყოს და ეს ესპანურ კლუბს სარფიანად ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.

გიორგი მამარდაშვილი 29 სექტემბერს 23 წლის გახდება.