Madrid Universal on Twitter: "Mbappé could have signed after the club that  "was his dream" won the Champions League. The Bernabéu was at his feet and  applauded him. Benzema received him withესპანელმა ჟურნალისტმა, ალბერტ ორტეგამ, პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგ გაილაშქრა.

„მბაპეს შეეძლო „რეალთან“ იმ დროს მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, როდესაც კლუბმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მის ფერხთით იქნებოდა და ტაშს დაუკრავდა, ბენზემა ხელებგაშლილი მიესალმებოდა, ფლორენტინოც იგივეს გააკეთებდა. მაგრამ მან უბრალოდ დასცინა ყველას. ასეთ ღალატს არ ვაპატიებდი.

მბაპეს უარი ვინისიუსს დაეხმარა. ახლა კლუბს უკვე ჰყავს სუპერვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა, საგოლე გადაცემის შესრულება, დრიბლინგისა და სისწრაფის დემონსტრირება.“  – წერს სოც.ქსელში ორტეგა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ფრანგი თითქმის გადასული გახლდათ სამეფო კლუბში, თუმცა მოგვიანებით პსჟ-ში დარჩენა არჩია.