Kvaratskhelia in line for the Ballon d'Orხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა.

spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი დასტურია. გამოკითხვის შედეგები 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. SkyBet-ის პროგნოზით, ხვიჩა ათეულში მოხვდება.

სიის თავში ტრადიციულად ლეო მესი წერია, რომელსაც ხსენებული პორტალის აზრით გამარჯვების 48 პროცენტიანი შანსი აქვს. მეორეზეა „მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ტრებლის მომპოვებელი ერლინგ ჰოლანდი, რომლის გამარჯვების შანსი SkyBet-მა 40%-ით შეაფასა. ამის შემდეგ კი ფეხბურთელთა შანსები მნიშვნელოვნად მცირდება და თანაბრდება: კევინ დე ბრუინი — 2%, ვინისიუსი — 2%, კილიან მბაპე — 2%, ხვიჩა კვარაცხელია —1%, მარკუს რეშფორდი — 1%, ლაუტარო მარტინესი — 1%, ქარიმ ბენზემა — 1% და ჰარი კეინი —1%. დანარჩენების შანსი 1%-ზე ქვემოთ შეფასდა.