Denver Nuggets beat Miami Heat in NBA finals Game 5 for team's first title  | NBA finals | The GuardianNBA-ს ახალი შეფი ჰყავს – „დენვერ ნაგითსმა“ სუპერფინალში „მაიამი ჰითს“ 4:1 მოუგო და ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა.

კოლორადოელებმა გადამწყვეტ მატჩში მეტოქე საკუთარ მოედანზე 94:89 დაამარცხეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ „მაიამი“ იგებდა და შანსს იტოვებდა მომდევნო თამაშისთვის ფლორიდაში ემასპინძლა და სერია გაეთანაბრებინა.

თუმცა, ნიკოლა იოკიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარეს და ჩემპიონობა ხელიდან აღარ გაუშვეს. იოკიჩი კი, სუპერფინალის MVP გახდა. ამასთან, პირველი კალათბურთელი, ვინც დრაფტზე ტოპ 15-ს მიღმა აირჩიეს და რეგულარული სეზონისა და სუპერფინალის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ბოლო 20 წლის მანძილზე კი, პირველი ცენტრი, ვინც ეს ჯილდო დაიმსახურა.

მაიამელებთან იოკიჩმა 28 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი მოინაგრა. სერიაში კი, მისი საშუალო მაჩვენებელი 30.2 ქულა, 14 მოხსნა და 7.2 პასია.

Kitchener's Jamal Murray and Denver Nuggets are NBA champions | The Star