ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა.
spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი დასტურია. გამოკითხვის შედეგები 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. SkyBet-ის პროგნოზით, ხვიჩა ათეულში მოხვდება.
სიის თავში ტრადიციულად ლეო მესი წერია, რომელსაც ხსენებული პორტალის აზრით გამარჯვების 48 პროცენტიანი შანსი აქვს. მეორეზეა „მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ტრებლის მომპოვებელი ერლინგ ჰოლანდი, რომლის გამარჯვების შანსი SkyBet-მა 40%-ით შეაფასა. ამის შემდეგ კი ფეხბურთელთა შანსები მნიშვნელოვნად მცირდება და თანაბრდება: კევინ დე ბრუინი — 2%, ვინისიუსი — 2%, კილიან მბაპე — 2%, ხვიჩა კვარაცხელია —1%, მარკუს რეშფორდი — 1%, ლაუტარო მარტინესი — 1%, ქარიმ ბენზემა — 1% და ჰარი კეინი —1%. დანარჩენების შანსი 1%-ზე ქვემოთ შეფასდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
