No description available.საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდს გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა და 11 ივნისს, ნაკრებმა „დინამოს“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები დედაქალაქში 15 ივნისამდე დარჩება, 15-ში ლარნაკაში გაემგზავრება და მზადებას კვიპროსში განაგრძობს.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია.

ოთარ კიტეიშვილი „გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ,

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს.

ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით. სანაკრებო პაუზის წინ ხშირად ვიღებდი ტრავმას ან სარეაბილიტაციო პერიოდს ვასრულებდი. ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე სანაკრებო თამაშებს”.