საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში დაიწყო.
21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. სამნი – გიორგი კვერნაძე („ბათუმი“), გიორგი ლომთაძე („გაგრა“) და ლუკა ხორხელი („სამგურალი“) გუნდთან ერთად არ არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იქ გაჩნდებიან.
15 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21. გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).
21 ივნისი, საქართველო-პორტუგალია
24 ივნისი, საქართველო-ბელგია
27 ივნისი, საქართველო-ნიდერლანდები
საქართველოს ნაკრების სამივე თამაში 20:00 საათზე დაიწყება და „დინამო არენაზე“ გაიმართება.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი უმასპინძლებს.