კიდევ ერთი მაგარი ამბავი ჩვენი ვარსკვლავბიჭუნას შესახებ: უეფამ ხვიჩა კვარაცხლია ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

„ნაპოლის“ ჩვენიანმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გატანილ 2 გოლს 4 საგოლე პასი მიამატა, მათ შორის გერმანულ „აინტრახტთან“ ერთი ისეთი ქუსლური, რაზეც კიდევ კარგა ხანს ილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, კვარა და „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში, „მილანთან“ შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობნენ. შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხვიჩა – სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი… ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ფეხბურთს, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „YOUNG PLAYER UIOIL OF THE SEASON 2022/23 EAT Le KHVICHA KVARATSKHELIA N“ გამოსახულება