„მანჩესტერ სიტის” გმირმა როდრიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს” გოლი გაუტანა (შეხვედრა დასრულდა 1:0) მატჩის შემდეგ ტელეკამერების წინ ორჯერ შეიგინა. ესპანელი ნახევარმცველი, რომლის სრული სახელია როდრიგო ერნანდეს კასკანტე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
26 წლის მადრიდელმა თანაგუნდელები შეაქო. მან BT Sport-ის კამერების წინ თქვა: „ყველამ წარმოუდგენლად მოინდომა. მე პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშე. გულწრფელად რომ გითხრათ, ის რასაც ვაკეთებდი ნამდვილი მძ…რი იყო. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ძლიერ მენტალიტეტზე. ამიტომაც საკუთარ თავს შევუძახე, ვთქვი რომ მდგომარეობა უნდა შემეცვალა და ბოლოს გოლიც გავიტანე. ეს დაუჯერებელი იყო”.
მოგვიანებით როდრიმ კიდევ ერთხელ შეიგინა, როდესაც სტუდიას შეუერთდა, სადაც მიმომხილველები ისხდნენ. მათ შორის იყო სერხიო აგუერო. ყოფილი თანაგუნდელისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ „ვილიარეალისა” და „ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა არგენტინელს აღფრთოვანებით მიმართა: „შენ f***ing ლეგენდა ხარ”.
გადაცემის წამყვანმა ჯეიკ ჰემფრიმ ბილწსიტყვაობისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა.
საინტერესოა, რომ „ინტერის” კარში გატანილი გოლი ესპანელისთვის ჩემპიონთა ლიგაში მეორე იყო. პირველი, ძალიან ლამაზი გოლი მან მეოთხედფინალში „ბაიერნს” გაუტანა.
როდრიმ გაიხუმრა, გვარდიოლამ სტამბოლში იმიტომ მათამაშა, რომ 2021 წლის ფინალში, „ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე არ შემიშვა და წააგოო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
