ესპანურმა „მარკამ” ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” კამერუნელ ვარსკვლავ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას. თავისი ქვეყნის დედაქალაქ იაუნდეში დაბადებული 27 წლის ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის გუნდში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო.

Zambo Anguissa, in a Naples match.— როგორი იყო გასული ჩემპიონატი პირადად თქვენთვის? 

Zambo Anguissa, during the interview.— ბედნიერი, თუმცა ფანების და კლუბის სიხარულს რომ ვუყურებ ეს უფრო მაბედნიერებს. ისინი ამ წარმატებას იმსახურებდნენ. ჩემპიონობასთან წინა სეზონშიც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. წლეულს ცოტა კიდევ მივაწექით და მივაღწიეთ იმას, რასაც ვეშურებოდით. გულშემატკივარი მუდამ მხარში გვედგა. პირადად მე იმითაც ვარ ბედნიერი, რომ ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები მქომაგობდნენ… ჩემზე ყველა კამერუნელს შესტკიოდა გული. მათ ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცეს.

Zambo Anguissa, together with President De Laurentiis.— აფრიკაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ნეაპოლში გამარჯვებას სხვანაირად ზეიმობენ. 

Zambo Anguissa of Napoli celebrates after scoring the first goal of Napoli during the Serie A match between SSC Napoli and FC Internazionale at...—  ეს იყო სიგიჟე. სრული სიგიჟე. აღტაცებული ვარ. გულშემატკივრებმა უზარმაზარი სიყვარული გვაგრძნობინეს. ნეაპოლში თავგადაკლული ქომაგობა იციან. ისინი ყველაფერს გაიღებენ, რათა ყოველ დღე საუკეთესო ფეხბურთი აჩვენო. „ნაპოლის” ფანები ფეხბურთისთვის ცხოვრობენ და როდესაც შენ მათ საჩუქარს უძღვნი, საოცრება ხდება. ასე რომ, ერთადერთი, რაც გვჭირდებოდა ჩემპიონობა იყო. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ბედნიერად. მე მათ ასეთ სიხარულს ვუყურებ. ისინი ამას იმსახურებდნენ.

Andre Zambo Anguissa of SSC Napoli controls the ball during the Serie A match between SSC Napoli and Salernitana at Stadio Diego Armando Maradona on...— დღეს თქვენ სერია A-ს ჩემპიონი და „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ხართ. როგორია თქვენი მომავალი „აძურიში”? 

— ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ: რაც კლუბს უნდა, იმას გავაკეთებ. მომავალზე ფიქრი არ მსურს, აწმყოთი ვცხოვრობ. საქმეში მუდამ მთელს გულს ჩავდებ. დიდ გუნდში ვთამაშობ და კარგად გამომდის. კლუბთან მუდმივ კონტაქტში ვარ. თავს ბედნიერად ვგრძნობ. მოხდენით კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

— 23-24 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისთვის მოგიწევთ ბრძოლა. შეიძლება ზედიზედ მეორეთ მოიგოთ სკუდეტო, მაგრამ ეს ყველაფერი ლუჩანო სპალეტის გარეშე მოხდება. როგორ მიიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ მწვრთნელი შეგეცვლებათ? 

— სპალეტი კარგი ადამიანია. ეს ჩანდა ყველაფერში: როგორ ზრუნავდა ფეხბურთელებზე, როგორ ლაპარაკობდა, იქცეოდა… თუ მან და კლუბმა ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს თავგადასავალი უნდა დასრულებულიყო, რა გაეწყობა, ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. რეალურად კი არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში. ეს იციან მხოლოდ სპალეტიმ და კლუბმა.

ჩვენ სპალეტის პატივს ვცემთ, რადგან მან დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია. იმავდროულად კი გული მწყდება. ჩვენ დიდი, დიდი, დიდი კაცი დავკარგეთ. ამ შემთხვევაში მე მწვრთნელზე კი არა, ადამიანზე ვლაპარაკობ.

— ბევრს ლაპარაკობენ ახალი მწვრთნელის ვინაობაზე. ის შესაძლოა ესპანელი იყოს. გინდათ ესპანელი მწვრთნელი? 

— ჭორებზე ლაპარაკი არ მინდა. კლუბი მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია. მოედანზე უნდა დავიხარჯო. სხვა გზა არ მაქვს. მწვრთნელზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან მას მე არ ვირჩევ. ჩემთვის სულერთია ის ესპანელი იქნება თუ იტალიელი. ჩემი საქმე მწვრთნელის შერჩევა კი არა, ფეხბურთის თამაშია.

— არის გუნდში ის განცდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების უნიკალური შესაძლებლობა გაუშვით ხელიდან? 

— ჩვენ ნამდვილად გაბრაზებულები, აღშფოთებულები და გულდაწყვეტილები ვიყავით, რადგან ფინალში გასვლის შესაძლებლობას ვხედავდით. ფეხბურთში ყველაფრის გამო ისჯები. თუ რაღაცაში შეცდები ან რაღაც აგერევა, ჩემპიონი ვეღარ გახდები. მეტის მიღწევა შეგვეძლო და ამან იმოქმედა, მაგრამ წარსულზე ფიქრი აღარ მინდა. მსურს პოზიტიურად განვეწყო. იქნებ მომდევნო სეზონში დავწეროთ ჩემპიონთა ლიგის ისტორია, რადგან ამ სეზონში სანტიმეტრები დაგვაკლდა.

— რა გამოცდილება შეგძინათ ესპანეთში, „ვილიარეალში” თამაშმა? 

— „ვილიარეალში” თამაშმა საუცხოო გამოცდილება შემძინა, რადგან ძალიან კარგ გუნდში ვიყავი. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე: ხერადრ მორენო, კასორლა… გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა და საუცხოო ურთიერთობა გვქონდა.

ბედნიერი ვიყავი, რადგან მწვრთნელისგან ვისმენდი ასეთ სიტყვებს: ფრანკ, მინდა შენი ფეხბურთი ვნახო. გააკეთე მოედანზე ის, რასაც ვარჯიშებზე აკეთებ. „ნაპოლიში” ბედნიერი ვარ, მაგრამ ესპანეთში სხვანაირად იყო. იქ ტაქტიკა სწრაფ თამაშზეა აწყობილი, ჩინებულად გადაადგილდებიან, ირჩევენ პოზიციებს. ჩემთვის ლა ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა.

— მომავალში ესპანეთში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ? 

— ბევრგან მითამაშია — ინგლისში, იტალიაში, ესპანეთსა თუ საფრანგეთში — მაგრამ მომავალზე ფიქრი არ მინდა. დღეს „ნაპოლიში” ვარ და მინდა ამ გუნდს ვემსახურო გულითა და სულით. მომავალზე ლაპარაკი კი იმიტომაც არ მიყვარს, რომ არასდროს იცი როდის რა მოხდება.

— გეცოდინებათ, რომ ესპანურ ფეხბურთში ახლა რასიზმთან დაკავშირებით დიდი ამბავია ატეხილი. თქვენ ესპანეთში გიცხოვრიათ. როგორ ფიქრობთ, ესპანურ ფეხბურთში რასიზმი ფესვგადგმულია? 

— ვფიქრობ, რასიზმი ყველგან არის. მე ვგმობ რასიზმს. ეს არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. რასიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციებმა უნდა იბრძოლონ. ის არ უნდა არსებობდეს ფეხბურთში, გასახდელში, სადაც ყველა ეროვნების ხალხი იყრის თავს. გულშემატკივარია თუ არა, რასისტი უნდა დაისაჯოს. ის, რაც ვინისიუსს და ბევრ სხვა ფეხბურთელს გადახდა, ნორმალური არ არის. ფეხბურთი მეგობრული სფეროა, რომელიც მრავალ საზოგადოებას აერთიანებს.

— ესპანეთში თამაშის დროს რასისტული აგრესიის მსხვერპლი ყოფილხართ? 

— როდესაც მოედანზე ვარ არ ვაკვირდები, რა ხდება გარშემო. ვერ გეტყვით, რომ რასისტული აგრესიის მსხვერპლი ვყოფილვარ, რადგან ეს არ იქნება სიმართლე, მაგრამ  ვიცი, რომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც რასიზმი საკუთარ თავზე გამოსცადეს. არ ვიტყვი ტყუილს, მე რასისტული თავდასხმის ობიექტი არ ვყოფილვარ და რომც ვყოფილიყავი ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ბევრ ადამიანს ვუყვარვარ და ყველა რასისტი არ არის. ზოგი რასისტია, მაგრამ ყველა არა. ბრალს ვერ დავდებ მათ, ვინც რასისტი არ არის.

შეუძლებელია თქვა, რომ მთელი ესპანეთი, მთელი ინგლისი ან იტალია რასისტებისაა.  თუმცა, არსებობენ რასისტები და ისინი უნდა დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ფეხბურთის ჩინოვნიკებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ეს ხალხი თავიდან ჩამოიშორონ.

— აფრიკელ ფეხბურთელებს უფრო ფიზიკურად ძლიერ, კლდესავით შეუვალ მოთამაშეებად აღიქვამენ. თქვენი აზრით ეს შეხედულება მცდარია? 

— დიახ, არის ხალხი, ვინც აფრიკულ ფეხბურთს ძალიამიერს უწოდებს და ეს მართალია, რადგან ფიზიკურად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. მაგრამ, მე არ მინდა მხოლოდ ფიზიკური პარამეტრები შევადარო. მართალია, ჩვენ ფიზიკურად ძლიერები და მძლავრები ვართ, მაგრამ არიან ტექნიკური აფრიკელებიც, რომელთაც სუპერ-ინტელექტი აქვთ. ისინი ტაქტიკურად კარგად თამაშობენ. ვფიქრობ, ჩვენ ამ თვისებებს მაინც მეტი ყურადღბა უნდა დავუთმოთ.

მე არ მწყინს, როდესაც ჩვენზე ასე ლაპარაკობენ. პირიქით, ძალ-ღონის ქონა უპირატესობა მგონია. მთავარია, რას ფიქრობენ მწვრთნელები. ფეხბურთს ისინი აანალიზებენ. მნიშვნელოვანი მათი შეხედულებაა.