ავტორიტეტული თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ინფორმაციით, შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება და  „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის. ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, სეზონის ბოლოს კი იქ საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო. გამოცდილ სპეციალისტი, რომელიც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ უმუშევარი იყო, თურქეთის სუპერლიგის გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.

„გასულ სეზონში „ქარაგუმრუკს“ იტალიელი ლეგენდა ანდრეა პირლო წვრთნიდა. მან პოსტი სეზონის ბოლოს დატოვა, ახლა კი მწვრთნელების კანდიდატთა სიის სათავეში შოთა არველაძეა. პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა“, – წერს თურქული გამოცემა „ფანატიკი“.

No description available.