გუშინ ლუჩანო სპალეტი მშობლიურ ტოსკანაში დაბრუნდა. ასე დასრულდა ჩერტალდოელი მწვრთნელის ზღაპრული თავგადასავალი ნეაპოლში. მისი ხელმძღვანელობით „აძურიმ” მარადონას დროინედლის ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოიგო. ეს ნეაპოლელთა ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის მესამე ტიტული გახლდათ. სპალეტიმ საქმეში გული ჩადო. მან უდიდესი პროფესიონალიზმი, მოთმინება და თავმდაბლობა გამოამჟღავნა.
გასულ სეზონში მისტერმა გადაწყვიტა სასტუმრო „ბრიტანიკში” კლუბის დაქირავებული მდიდრული ნომერი დაეტოვებინა და კასტელ ვოლტურნოში „ნაპოლის” საწვრთნელ ბაზაზე გადაბარგებულიყო. მან თითქმის მთელი წელიწადი გაატარა პატარა ოთახში, სადაც კედლებზე რამდენიმე ფოტო და დიეგო მარადონას მაისურები ეკიდა. წასვლის წინ ლუჩანინომ ინსტაგრამზე ამ ოთახის ფოტო დადო, საწოლზე მესამე სკუდეტოს აღმნიშვნელი ვიმპელი მიაფინა, სურათს კი მიაწერა:
„ჩემი საწოლი ახლა ამ ვიმპელმა დაიკავა. მე კი დღეს საღამოს პანდასავით დამეძინება”.