ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე მალე მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება. მან „რეკორდმაისტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. თუმცა იმ დროისთვის, როგორც არასრულწლოვანსა და არაევროკავშირელს, გერმანიაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა. თბილისის „დინამოდან“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მცირე ტრავმა მიიღო.
18 წლის პარკაძე „თელავთან“ მატჩის შემდეგ „გაგრის“ მოთამაშეებს დაემშვიდობა 22 ივნისს კი გერმანიაში გაემგზავრება.
ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, პარკაძეც „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც დებიუტი 2021 წლის სეზონში ჰქონდა. „ბაიერნის“ სელექციონერებს ის საქართველოსა და გერმანიის 17-წლამდელ ნაკრებთა მატჩისას მოეწონათ და ხანგრძლივი კონტრაქტიც გაუფორმეს.